09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
რეკორდული სიცხეები ესპანეთში - ტყეში ხანძარს ვერ აქრობენ

ესპანეთში ტყეში გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლმა კატალონიაში უკვე 1200 ჰექტარის მიწის ფართობი გაანადგურა და დასახლებებს ემუქრება.

დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. ასობით დაზარალებული დროებით თავშესაფარშია მოთავსებული.

ცეცხლის გავრცელებას მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. სწორედ რეკორდული სიცხეები სახელდება ხანძრის გაჩენის მიზეზადაც.

სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ავიაცია იგზავნება.

 
დღის ამბები