საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპში ჩართულია ტყიბულიც.
მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, 2 ტონაზე მეტი ტვირთის, მათ შორის სამედიცინო ნივთების, მედიკამენტების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება მოხერხდა. პროცესში ჩართული იყვნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე შესულმა თანხამ კი 20 000 ლარს გადააჭარბა.