20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ჭიათურის მერთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან ერთად, სოფელ ითხვისში დაზიანებული სახლები მოინახულა, დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მათგან ინფორმაცია პირადად მოისმინა. ამ ეტაპზე 12 ოჯახი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით  გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს. 

"ხელისუფლებამ პირველივე დღიდან მიიღო შესაბამისი ზომები. ის ოჯახები, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან უკვე გაყვანილია. მათთვის გამოვყავით ალტერნატიული სახლები, როგორც სხვადასხვა სოფელში, ასევე ჭიათურაში. გეოლოგიური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და დაადგენს თუ რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება,"- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ. 

სოფელ ითხვისში ე.წ. "მახათაძეების უბანში" 12 სახლი საცხოვრებლად მნიშვნელოვნად დაზიანებულია.

დღის ამბები