28 აგვისტო 2026,   05:09
ვრცლად
8 ჰექტარზე გაშენებული ლურჯი მოცვის ბაღი - მეურნეობა სამეგრელოში სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულა

კომპანია "ვესტ ბესტ ბლუბერი პლანტმა" პროგრამით "დანერგე მომავალი" 8 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 35 ტონა მოცულობის სამაცივრო მეურნეობა მოაწყო.

კომპანიამ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით და თანადაფინანსებით გაშენებისათვის 115 ათას ლარზე მეტი მიიღო. კომპანია დღეს ასევე ფლობს სასათბურე მეურნეობას, სადაც 750 კვადრატულ მეტრზე ლურჯი მოცვია გაშენებული. აგროტექნიკური სამუშაოები სამეგრელოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოინახულა.

 
დღის ამბები