ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კრემლი არავითარ სამართლებრივ თუ სხვა სახის მოქმედებას არ ახორციელებს. აქვე, დმიტრი პესკოვი დასძენს, რომ საუბარი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გამოხატვას ეხება და ამას რუსეთის მხარე პატივისცემით ეკიდება.
როგორც გუშინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება.