08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ხვალ გადაწყდება ექნება თუ არა ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" - რა განცხადებები კეთდება მმართველ გუნდსა და ოპოზიცაში

ხვალ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ბათუმში უნდა აირჩიონ საკრებულოს დეპუტატი, კენჭისყრას პრინციპული დატვირთვა აქვს, ხვალ გადაწყდება ბათუმში "ქართულ ოცნებას" ექნება თუ არა საკრებულოს უმრავლესობა. 

განცხადებები გააკეთეს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ისე მმართველი გუნდის წევრებმაც.

ოპოზიციაში მოქალაქეებს განსაკუთრებული აქტივობისკენ მოუწოდებენ, მათ აღნიშნეს, რომ ხვალინდელი დღე არის გადამწყვეტი. ოპოზიციაში დღეს, მმართველი გუნდის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზეც ისაუბრეს.  

"ჩვენმა კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ, რომელიც არის ოპოზიციური ერთობის კანდიდატი მე-4 სამაჟორიტარო ოლქში თავის გუნდთან ერთად შეძლო და მივიდა ყველა ოჯახში, გააცნო თავისი გეგმები. რას აკეთებდა ამ დროს?! "ქართული ოცნებამ", დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის პარალელურად სიახლეები შემოგვთავაზა, როცა მიხვდა, რომ ნუგზარ ფუტკარაძის ოლქში ვერ შეძლებდა ამომრჩევლის მოსყიდვას ადგა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან გადმოწერა ამ ოლქში ადამიანები.

ამის მიუხედავად დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ოლქში ღირსება გაიმარჯვებს  და გაიმარჯვებს მათე ფუტკარაძე,"- აცხადებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე.

მმართველი პარტია კი ამომრჩეველს ენმს-ს მხრიდან დაგეგმილი და მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა, რომ ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

"ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ კი მოსახლეობას აქტივობისაკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებით მშვიდ გარემოში მაღალი აქტივობის ფონზე უნდა ჩატარდეს.  

"გასაკეთებელი ბევრია, გაკეთებულიც ბევრია და ის პრობლემები,მ რომლებიც რაც ჩემს ჩემს სამაჟორიტარო სივრცეში გააჩნია ჩემს ამომრჩეველს უახლოეს პერიოდში არის დიდი პროექტები, რომლებიც დასრულდება. მე მინდა, ასეთი პროვოკაციებიდან თავი შეიკავონ, ვინაიდან ღირსებით მოვედი დღემდე და ასე ვაპირებ გაგრძელებას. მე გპირდებით გავიმარჯვებ ღირსეულად და ეს იქნება ჩემი ღირსეული გამარჯვება,"-აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები მე-4 სამაჟორიტარო ოლქში ჩატარდება. ამ ოლქში სულ 22 700-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული. მოქალაქეებს კი ხმის მიცემა 14 საარჩევნო ოლქში შეეძლებათ, მათ არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს "ქართული ოცნებიდან"რამაზ ჯინჭარაძე ხოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან გიორგი კირთაძე. ასევე ხვალ არჩევნები ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება.  

შუალედური არჩევნები ჩატარდება რუსთავშიც სადაც პარლამენტის დეპუტატს აირჩევენ.

დღის ამბები