29 აგვისტო 2026,   05:09
ვრცლად
პოლონეთის ნებაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა - დმიტრო კულება

პოლონეთის ნებაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა - ამის შესახებ დიმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა პოლონეთს ენდობა. კულება პოზიტიურ ფაქტად აფასებს ბელორუსიდან თურქეთში მოლაპარაკებების გადატანას. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიევი მხოლოდ მოხარული იქნება თუ ზელენსკი - პუტინის შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.

"ჩვენ ვენდობით პოლონეთს. ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჩვენს ინიციატივაზე გადაწყვეტილების მიღება მათ ნებაზეა დამოკიდებული. ამავდროულად ყველა ქვეყანას ვისაც ევროპის უსაფრთხოება აღელვებს , ყველა ქვეყანას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე უკრაინაში, უნდა დაგვეხმარონ იარაღით. ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი პასუხები იმ წინადადებებზე, რაც სტამბოლის მოლაპარაკებებზე გავაჟღერეთ. რამდენიმე რუსმა ოფიციალურმა პირმა საჯარო კომენტარები გააკეთეს, თუმცა სრულყოფილი პასუხი რუსეთისგან არ გვაქვს იმის თაობაზე -აგრძელებენ ულტიმატუმის ენაზე საუბარს თუ საბოლოოდ ჩაერთნენ კონსტრუქციულ დისკუსიაში, სადაც საერთო გამოსავლამდე მივალთ. მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა ნამდვილად პოზიტიური გადაწყვეტილებაა, ეს სწორ ატმოსფეროს ქმნის დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. თუკი თურქეთში მოხდება პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით,"- აცხადებს კულება.

 
 
დღის ამბები