06 მაისი 2024,   18:02
ვრცლად
"დედა, კიდევ რამდენი ბომბი აქვს იმას?.. ჩემი ოცნებები აღარ სრულდება... რუსი ბავშვები უყურებენ ომს? არ ვეცოდებით?" - უკრაინელი ბავშვების ციტატები თავშესაფრიდან 

უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ კავუნმა თავის ტვიტერზე თავშესაფრებში მყოფი ბავშვების ციტატები გამოაქვეყნა:

"- დედა, არესტოვიჩს უსმენ ხოლმე ?

 - ხანდახან

 - ყოველთვის უსმინე, შეიძლება თქვას, რომ დაბრუნება შეგვიძლია და ჩვენ გამოგვრჩეს."

"დედა, სადაა ის ბიჭი, საზღვარი მარტომ რომ გადაკვეთა? მოდი ჩვენთან წამოვიყვანოთ, მარტოს შეეშინდება."

"დედა, კიდევ რამდენი ბომბი აქვს იმას?"

"დედა, ჩვენი სახლი თუ დაიბომბა, შეიძლება იქიდან ჩემი ლეგო გამოვიტანო?"

"დედა, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, მაშინ გამოდის, რომ ღმერთი უკრაინელებზე რამის გამო გაბრაზდა?"


"დედა, კიდევ კარგი ომი დილაადრიან დაიწყო, თორემ მერე ბავშვები სკოლაში წასვლის დროს მოუსწრებდა."

"დედა, ჩემთვის უკვე სულ ერთია ეს ბომბები, მოდი კიევში დავბრუნდეთ."

"დედა რუსი ბავშვები უყურებენ ომს? არ ვეცოდებით?"


"დედა, შენ ამბობდი, რომ ბავშვობის ოცნებები უნდა ასრულდეს, ჩემი აღარ სრულდება, მე უკვე დიდი ვარ?"


"თუ ომი დიდხანს გაგრძელდება, მამას ხომ არ დავავიწყდებით?."

 

დღის ამბები