07 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
რას დაპირდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი ზელენსკის - პირობა რომელიც რობერტა მეცოლამ კიევში დადო

მსოფლიო უკრაინის დახმარებას განაგრძობს - დღეს მსოფლიო ლიდერების ნაწილი აცხადებდა, რომ ნომერ პირველი ამოცანა რუსეთის შეჩერებაა, ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით. იგულისხმება როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო დახმარება, თუმცა ქვეყნები ცალსახად ამბობენ, რომ ისინი სამხედრო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებენ.

უკრაინის მოწოდების მიუხედავად ქვეყნების ნაწილი ამ დრომდე არ უერთდება სანქციებს, მაგალითად უნგრეთის და მოლდოვას პირველმა პირებმა თქვეს, რომ ეს მათი ომი არ არის და არც ცოცხალ ძალას და არც შეიარაღებას კიევს არ გაუგზავნიან, არ იქნება არც სანქციები.

უკრაინა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ეს პირობა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კიევში დადო. რობერტა მეცოლა, პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად უკრაინის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

უკრაინაში დარწმუნებულები არიან, რომ ომში გაიმარჯვებენ. ამ შედეგის მისაღწევად კი მათ საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სჭირდებათ. ამიტომ უკრაინელები მოკავშირეებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და უკრაინის იარაღით მომარაგებას კვლავ აქტიურად თხოვენ.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტორთა რიცხვს შესაძლოა იტალიაც დაემატოს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნეიტრალიტეტის სტატუს დათანხმდება, იტალია მას გარანტორად დაუდგება. აქამდე მსგავსი განცხადება გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმაც გააკეთა.

დღის ამბები