აჭარაში, შუალედური არჩევნები პრინციპული მნიშვნელობის იყო "ქართული ოცნებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობისთვის". აქ დამდგარ შედეგს უნდა გადაეწყვიტა, რომელი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი დეპუტატები იქნებოდნენ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში.
"ქართული ოცნების" კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის შტაბში გამარჯვება ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების მიღების შემდეგ იზეიმეს. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და თქვა, რომ ეს იყო ღირსეული გამარჯვება. ის ასევე მზაობას გამოთქვამს, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციასთან გამონახოს საერთო ენა და ერთად იმუშაონ ქალაქის განვითარებაზე.
რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, მათი განცხადებით, ეს შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ამომრჩევლის მიმართ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობენ. თუმცა განმარტავენ, რომ ამით არაფერი დასრულებულა და ბრძოლა გაგრძელდება.
69% მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ, 31% კი ოპოზიციის კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ.