21 დეკემბერი 2024,   17:11
ვრცლად
2 მოკლული და 5 დაჭრილი - ლაგუნა ვერასთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს

თბილისში ლაგუნა ვერასთან მომხდარი მკვლელობა გახსნილია, სამართალდამცველებმა
ცხელ კვალზე 5 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაში სიტყვიერი კამათი დაიწყო დაახლოებით 20-მდე პირს შორის. მოგვიანებით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.

მიღებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა 2 პირი, დაიჭრა 4 პირი. დაკავებულებს განზრახ მკვლელობაში, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. არაოფიციალური ვერსიით, მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კანონიერ ქურდებს და მათი ბიზნეს ინტერესების ირგვლივ არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

2 აპრილს ღამით, თბილისში, ლაგუნა ვერეს უკან 2 ადამიანი მოკლეს. ურთიერთშელაპარაკებისას კიდევ, სულ მცირე 5 ადამიანია დაჭრილი.

დღის ამბები