04 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
ომის დაწყებამდე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული - კობახიძე დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩად წარდგენაზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, დავით ზალკალიანის აშშ-ის ელჩად დანიშვნა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნა თანამდებობრივი დაქვეითებას არ ნიშნავს.

"ის არის გამორჩეული პროფესიონალი, ძალიან კეთილსინდისიერი, საქმის მცოდნე, მას აქვს დიპლომატიური ძალიან სერიოზული გამოცდილება.

ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უფრო ადრე, ვიდრე საჯაროდ გახდა ამის შესახებ ცნობილი, ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები. ომის დაწყებამდეც კი იყო უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული. აქედან გამომდინარე, ამ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს შესაბამის საკადრო გადაადგილებას. რაც შეეხება აშშ-ში ელჩის თანამდებობის დაკავებას, ვფიქრობ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება ეს, როგორც დაქვეითება. ეს არის პრაქტიკულად თანაბარი რანგის და პასუხისმგებლობით დატვირთული თანამდებობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები