04 მაისი 2024,   09:14
ვრცლად
ლავროვი ირწმუნება, რომ ბუჩას მოვლენები ინსცენირებულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩას მოვლენები ინსცენირებულია. მისივე თქმით, რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიღწეული გეგმებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ტერიტორია დატოვეს.

"ქალაქ ბუჩაში მორიგი ყალბი თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიღწეული გეგმებისა და შეთანხმებების შესაბამისად ტერიტორია დატოვეს. რამდენიმე დღის შემდეგ სპექტაკლი დადგეს, რომელსაც ყველა არხით და სოციალური ქსელით ავრცელებენ უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები. 31 მარტს რუსული ჯარის სრულად გამოვიდა. ამავე დროს, 31 მარტს ბუჩას მერმა საზეიმოდ განაცხადა, რომ მასთან ყველაფერი კარგად იყო და ორი დღის შემდეგ ვნახეთ, როგორ მოეწყო ქუჩაში ის, რასაც ახლა ცდილობენ გამოიყენონ ანტირუსული მიზნებისთვის. რამდენიმე კვირის წინ იყო მცდელობა მარიუპოლის ერთ-ერთ სამშობიაროში შექმნილი ვითარება რუსი სამხედროების დანაშაულად ეჩვენებინათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მცდელობა განხორციელდა ღიად პროვოკაციული მიზნით და მოხდა ყალბი მასალების მხილება,"- აცხადებს ლავროვი. 

შეგახსენებთ, რომ ბუჩაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული 340 მშვიდობიანი მოქალაქე დაკრძალეს. გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მეტია, თუმცა ცხედრების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა და საჯაროდ გამოაქვეყნა რუსეთის 64-ე მოტომსროლელთა ბრიგადის წევრების 87 გვერდიანი სია , რომელთაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

პარალელურად, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმები გრძელდება. აფეთქება მოხდა ქალაქ ტერნოპოლში. საჰაერო იერიშით ოკუპანტები კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობდნენ. რუსეთის ჯარებმა ლუგანსკის ოლქში, ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ორი მღვდელი. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ეკლესიის გუმბათი. საოკუპაციო ძალებმა შეტევები განახორციელეს ოდესასა და მიკოლაევზესლობოდის ოლქში დაბომბვებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 34. 

დღის ამბები