04 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსულ აგრესიას 161 ბავშვი ემსხვერპლა - ბოლო 24 საათში ხარკოვი 16-ჯერ დაიბომბა

ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას უკრაინაში უკვე 161 ბავშვი შეეწირა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებიც წუხელ ხარკოვის საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ. გამთენიiსას რუსეთმა ზღვიდან ცეცხლი გახსნა ოდესის მიმართულებითაც. ამის გარდა დაბომბილია მთლიანად ოდესის ოლქი.

უკიდურესად რთულია ვითარება ჰერსონში, სადაც ოლქის 67 დასახლება წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის 11 დასახლება უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს - ეს არის სოფლები, რომლებიც ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და დნეპროპეტროვსკის რეგიონს ესაზღვრება. კიევი, ჯერ ჯერობით, არ ამბობს, როდის და რა პირობებში მოხდა ამ დასახლებების გათავისუფლება.

მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ითვლიან მარიუპოლშიც, რომელიც მიწასთანაა გასწორებული და რომლის აღებასაც რუსული საოკუპაციო ჯარი თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობს. ბრძოლებია იზიუმის მიმართულებაზეც. ლუჰანსკში კი, თითქმის ყველა ქალაქი მუდმივად იბომბება ნაღმტყორცნებით.

რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულად განადგურებას ცდილობს.

დღის ამბები