09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე, კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს - ფიქრობს ალექსანდრ გრუშკო

ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს - ასეთ პროგნოზს აკეთებს ნატოში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელი. რუსულ მედიასთან ინტერვიუში ალექსანდრ გრუშკო ამბობს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს განსაკუთრებით უკრაინაზე, ხოლო ამჟამად უკრაინის კრიზისში ნატოს როლი დესტრუქციულია.

"ნებისმიერ პოლიტიკურ თამაშს, საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე, ნატოს გაფართოების შესახებ, შეიძლება მოჰყვეს ყველაზე სერიოზული და ღრმა გეოპოლიტიკური შედეგები მთელი ევროპისთვის. ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში ადამიანები ამ თამაშის საშიშროებას ხვდებიან, რომლის განხორციელებასაც ზოგიერთი ძალები ისევ განაგრძობენ. ამას უარყოფითი შედეგები მოყვება. უფრო მეტიც, ეს კატასტროფული იქნება თავად უკრაინისთვის," - აღნიშნა ალექსანდრ გრუშკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ ლოგიკურია მოსკოვის ქმედება - ის მშვიდად ვერ ადვენებს თვალს როგორ განთავსდება მისი საზღვრებიდან ასობით მეტრში უცხოური სამხედრო ძალა და მოეწყობა წვრთნები. გარდა ამისა, გრუშკომ ალიანსი ბალტიისპირეთში სამხედრო კონფრონტაციის შექმნაშიც დაადანაშაულა.

 

 
დღის ამბები