19 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს

ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული 5 პირის მიმართ სასამართლო აღკვეთი ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს. ორი პირის მკვლელობისა და რამდენიმე პირის დაჭრის საქმე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით მიმდინარეობს. მომხდარის მიზეზად ფულთან დაკავშირებული უთანხმოება სახელდება, საუბარია რამდენიმე მილიონზე.

"კურიერის" ინფორმაციით, გარჩევაში კრიმინალური ავტორიტეტებიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულების დაკავების კადრები კი "რუსთავი 2"-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.

დღის ამბები