09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
გაერო ჩამოგდებული მალაიზიური ავია ლაინერის შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური ავია ლაინერის შესახებ რეზოლუციისთვის კენჭის საყრელად ემზადება, რომელიც საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითვალისწინებს.

რეზოლუცია განსახილველად მალაიზიამ შეიტანა - მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი და უარყოფს ბრალდებებს უკრაინელი სეპარატისტების ანტი საჰაერო რაკეტებით მომარაგების შესახებ.

კატასტროფის ადგილას, უკრაინის აღმოსავლეთში კი ფრონტის ხაზიდან უკან დახევის პროცესი გრძელდება. საომარი ზონიდან ამჯერად კიევმა დონბასის ბატალიონის მოხალისე მებრძოლები გამოიყვანა.

 

 

 

 

 
დღის ამბები