28 აგვისტო 2026,   03:55
ვრცლად
"სპექტაკლი, რომელიც გათვლილია დასავლელ მაყურებელზე" - რუსეთის დუმის სპიკერი ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ ტრაგედიაზე

სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ბუჩაში არსებულ ვითარებას რუსეთის დისკრედიტაციისთვის დადგმული სპექტაკლი და პროვოკაცია უწოდა.

"მომხდარი - სარეჟისორო დადგმა და სპექტაკლია, რომელიც გათვლილია დასავლელ მაყურებელზე.

ჩვენმა ქვეყანამ ორჯერ მოითხოვა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო შეხვედრა, მაგრამ ბრიტანეთმა მათი ჩატარება დაბლოკა. NATO-ს წევრ ქვეყნებს გამოძიება არ სჭირდება, დამნაშავეები უკვე გამოცხადებულია. არანაირი ფაქტები, მხოლოდ სიცრუე.

მიზანი არის ერთი - რუსეთის დისკრედიტაცია, სანქციების წამოყენება, იარაღის მიწოდება და სხვა არამეგობრული ქმედებები, კიდევ უფრო გაამძაფრებს ვითარებას უკრაინაში. როგორც ისტორია გვიჩვენებს, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს," - განაცხადა ვოლოდინმა.

დღის ამბები