09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ალასკაზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ალასკაზე. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი რედაუტის მთაზე მოქმედი ვულკანიდან 60 კილომეტრში დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, ეპიცენტრის შემოგარენში ვულკანის ამოფრქვევის საშიშროება ჯერჯერობით არ არის. ბიძგები ქალაქ ანკორიჯის მოსახლეობამაც იგრძნო. ინფორმაცია ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

 
დღის ამბები