უკრაინაში ომის 41-ე დღეა. რუსი ოკუპანტები ისევ ახორციელებენ შეტევებს საცხოვრებელ სახლებზე და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.
24 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისმა, უკრაინაში 3 567 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაჭრის ფაქტები დააფიქსირა.
მათივე მონაცემებით, რუსი ოკუპანტების ქმედებების შედეგად აქედან დაიღუპა 1430, დაიჭრა - 2097.