09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ხანძარი აშშ-ში საცხოვრებელ კორპუსში - შენობა მთლიანად განადგურებულია

მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ ცეცხლს შეერთებული შტატების ქალაქ ჰიუსტონში, ერ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში.

ინციდენტის შედეგად რამდენიმე მაცხოვრებელი მსუბუქად დაშავდა. ცეცხლმა შენობა მთლიანად გაანადგურა. ინციდენტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.

დაზარალებულებისთვის საცხოვრებლების უზრუნველყოფა საკუთარ თავზე წითელმა ჯვარმა აიღო.

 

 

 
დღის ამბები