15 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
"მასამართლებენ იმისათვის, რომ რუსეთს არ ჩავაბარე საქართველო" - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გრძელდება. სიტყვით ისარგებლა მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა, სადაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

"მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. საქართველოში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის ჩემს თემაზე, იმიტომ კი არა, რომ მე ვარ ასეთი სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი პუტინის პირადი ტყვე. გამოვფხიზლდეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი.

აღმშენებლობის დრო სულ მალე დაბრუნდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მტერი შემოვიდეს და კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც ვერ შეძლო 2008-ში," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს. ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს. დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. 

დღის ამბები