09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
თურქეთის ავიაციამ ქურთ მებრძოლებზე ავია იერიშები განახორციელა

თურქეთის ავიაციამ ერაყის საზღვართან ქურთ მებრძოლებზე ავია იერიშები განახორციელა. ამას კი წინ უძღვოდა პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდება პარლამენტის მიმართ - შეუწყვიტონ იმუნიტეტი ყველა დეპუტატს, ვინც ქურთებთან კავშირში არიან შემჩნეული.

ერდოღანის თქმით, ქურთ მებრძოლებთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. პარალელურად, ოფიციალური ანკარას მოთხოვნით, გუშინ ბრიუსელში ნატოს ელჩების საგანგებო სხდომა გაიმართა - თურქეთმა სირიასა და ერაყში ტერორისტების წინააღმდეგ იერიშებზე მხარდაჭერა მიიღო.

 
დღის ამბები