06 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს საგარეო უწყებაში მივიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მივიდა. ანდრეი კასიანოვი უწყებაში სავარაუდოდ დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საკითხზე განმარტებებისთვის დაიბარეს, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის არხს შეეხებოდა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელს არც უწყებაში შესვლამდე და არც მისი დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები