09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ეგვიპტის ქალაქ ელ-უბურში ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა

25 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ეგვიპტის ქალაქ ელ-უბურში.
ცეცხლი ავეჯის ქარხანას გაუჩნდა. საავადმყოფოში გადაყვანილია 22 ადამიანი.

ინციდენტის მიზეზი უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ქიმიური ნივთიერებებიდან გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავეჯის ქარხანას უსაფრთხოების სტანდარტების არქონის გამო მუშაობის ლიცენზია არ ჰქონდა.

 

 

 

 

 
დღის ამბები