06 მაისი 2024,   11:49
ვრცლად
მსოფლიოს არ უნდოდა დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ, არც დნესტრისპირეთის მიტაცება - ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ მსოფლიოს არ უნდოდა, დაენახა არც ყირიმის ოკუპაცია, არც ომი საქართველოს წინაღმდეგ, არც დნესტრისპირეთის მიტაცება, თუმცა მსოფლიომ იხილა ეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს წევრებს, ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ და სამხედრო დამნაშავეებად გასამართლდნენ რუსული შეიარაღებული ძალების ის წევრები, რომლებმაც გასცეს განკარგულება და შეასრულეს ბრძანება უკრაინაში თავდასხმების განსახორციელებლად ისე, როგორც ეს ნიურნბერგის პროცესის დროს მოხდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

დღის ამბები