06 მაისი 2024,   07:49
ვრცლად
უკრაინის მორიგი ბრალდებები ოპოზიციისთვისაც "წითელი ხაზია" - რას ითხოვენ პოლიტიკურ სპექტრში  

უკრაინის მორიგი ბრალდებები მხოლოდ ხელისუფლებისთვის არ არის წითელი ხაზი. ოპოზიციის ნაწილი მტკიცებულების წარდგენას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, ნაწილი კი თვლის, რომ ფაქტები მან უნდა დადოს, ვინც ბრალდებებს აჟღერებს.

არის მოსაზრებაც, რომ საქართველომ ყველა ტვირთის მონიტორინგი ბრიტანეთის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან ერთად განახორციელოს.

უფრო მკაცრია ხელისუფლება. მმართველი პარტიის დეპუტაცია ბინძურ პროვოკაციას უწოდებს კიევის მიერ თბილისის კონტრაბანდაში დადანაშაულებას.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი, თვლიან რომ ეს უკრაინაში მყოფი ქართველი ძებნილების გამოძახილია.

თეა წულუკიანმა დღეს უკრაინას საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალი უწოდა.

დღის ამბები