06 მაისი 2024,   02:39
ვრცლად
რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მსოფლიოს ქვეყნები რუს დიპლომატებს აძევებენ

რუსული აგრესიის საპასუხოდ ევროპიდან და არამხოლოდ ევროპიდან რუსი დიპლომატების გაძევება გრძელდება.

რუსეთის სამხედრო დანაშაულების პასუხად, ესპანეთი 25 რუსს დიპლომატს გააძევებს. იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა და რუსეთისგანაც უკვე მიიღეს პასუხი, რომ ამას მოსკოვის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

იტალიის გარდა, საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გერმანია 40 რუს დიპლომატს აძევებს. საფრანგეთი 35-ს, დანია 15-ს.

ცოტა ხნით ადრე სლოვაკეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ბელგიამ 21-ის, ჩეხეთმა ერთი რუსი დიპლომატი გააძევა, ირლანდიამ კი 4. რუსი დიპლომატი გააძევა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ნიდერლანდებიდან კი 17 რუსი დიპლომატი მას შემდეგ გააძევეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ დიპლომატები საიდუმლო საქმიანობას ეწეოდნენ.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთმა და ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა, ასე მოიქცა ბულგარეთიც და ქვეყნის დატოვება 10 დიპლომატს მოსთხოვა. მანამდე, რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ქვეყნის დატოვება 12 რუს დიპლომატს მოუწია.

დღის ამბები