06 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
9 აპრილიდან რუსეთი 52 ქვეყანასთან ავიამიმოსვლას აღადგენს - არის თუ არა სიაში საქართველო

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას არ აღადგენს. მოსკოვმა გამოაქვეყნა ე.წ. მეგობრული ქვეყნების სია, რომელთა მიმართულებითაც რეგულარული და ჩარტერული ფრენები განხორციელდება.

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს რუსეთი აუქმებს და 9 აპრილიდან რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანასთან აღადგენს- ინფორმაცია რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა გაავცელა.

ეს ქვეყნებია: ალჟირი, არგენტინა, ავღანეთი, ბაჰრეინი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ჰონგ კონგი, ეგვიპტე, ზიმბაბვე, ისრაელი, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ერაყი, კენია, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კოსტა რიკა, ქუვეითი, ლიბანი , ლესოტო, მავრიკი, მადაგასკარი, მალაიზია, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, მოლდოვა, მონღოლეთი, მიანმარი, ნამიბია, ომანი, პაკისტანი, პერუ, საუდის არაბეთი, სეიშელის კუნძულები, სერბეთი, სირია, ტაილანდი, ტანზანია, ტუნისი, თურქეთი, ურუგვაი, ფიჯი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკა და იამაიკა.

დღის ამბები