06 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
უკრაინელ კოლეგებთან გვაქვს მუდმივი, მჭიდრო კომუნიკაცია - სუს-ი ოფიციალური კიევის ბრალდებებზე განმარტებას ელოდება 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა, "კურიერთან" საქართველოს მისამართით უკრაინის დაზვერვის ბრალდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელი კოლეგებისგან არ მომხდარა ინფორმაციის გაზიარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მან ასევე განმარტა, რომ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს მუდმივი მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ უკრაინელ კოლეგებთან და ელოდებიან, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი:

"სამწუხაროდ, უკრაინელი კოლეგებისგან არ მომხდარა ინფორმაციის გაზიარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს კვლავ გავიმეოროთ, რომ მსგავსი ტიპის ბრალდებები საჭიროებს უტყუარ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებების დროულად გაზიარებას. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას. 

ჩვენ, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან გვაქვს მუდმივი, მჭიდრო კომუნიკაცია და ველოდებით, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. ხელშეკრულების გარეშე, ჩვენი კომუნიკაციის ხაზები ითვალისწინებს მსგავსი ტიპის ინფორმაციის გაზიარებას. მით უმეტეს, როდესაც არსებობს შეთანხმება ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის, რომ მსგავსი ინფორმაცია პირველ რიგში უნდა გაუზიარდეს შესაბამის სახელმწიფო უწყებას,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა

დღის ამბები