06 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
აშშ-ის მხრიდან არასდროს არ ყოფილა მსგავსი ტიპის ინფორმაცია - გიორგი საბედაშვილი კიევის მხრიდან ე.წ კონტრაბანდის ხვრელის ბრალდებებზე

საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ე.წ კონტრაბანდის ხვრელის არსებობასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის ბრალდებებზე დამატებითი განმარტებები გაკეთდა "კურიერი P.S"-ში. არსებობს თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან და როგორია მათი პოზიცია. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ისაუბრა:

"ჩვენ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ზოგადად სტრატეგიულ პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და სტრატეგიული მოკავშირეები, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, როგორც ტექნიკურ დონეზე, დღეში რამდენჯერმე მიმდინარეობს კომუნიკაცია ჩვენს შორის, ასევე აღნიშნული პარტნიორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზეც მიმდინარეობს. გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და შეხვედრები.

დღის განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი პარტნიორების შესახებაც, მათი მხრიდან არასდროს, ამ ინტენსიური კომუნიკაციის ფარგლებში, მსგავსი მიახლოებული საკითხიც კი არასდროს წამოჭრილა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ აუცილებლად საჭიროებს აღნიშნული საკითხი გარკვევას. ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებში პირველ რიგში აშშ იგულისხმება, მათი მხრიდან არ ყოფილა არცერთხელ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია. ეს არ არის რიგითი, ჩვეულებრივი ბრალდება. ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებოდით აუცილებლად ინფორმირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და გასაკვირიცაა, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგების მიერ მედიის საშუალებით ვიგებთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას. თეორიულადაც აღნიშნული ჯერ უნდა გაზიარებულიყო შესაბამისი კომუნიკაციის არხებით, რომელიც ძალიან კარგად იციან ჩვენმა კოლეგებმა," - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

დღის ამბები