09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფიფას პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. 60 წლის პლატინი უეფას პრეზიდენტი 2007 წლიდანაა და ის პირველი მაღალჩინოსანი იყო, ვინც ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს დაუპირისპირდა და პოსტიდან წასვლა ურჩია.

პლატინის გარდა, ფიფას პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ ჰუსეინმა და ფრანგმა ფეხბურთელმა დევიდ ჟინოლამ წამოაყენა.

ბრაზილიელმა ზიკომ კი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ურჩია მისი კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვა მხარდამჭერ ფედერაციებს მოძებნის. 

 
დღის ამბები