09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ხანძარს ეგვიპტეში 25 ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს ეგვიპტეში. ქალაქ ელ–უბურში ავეჯის ქარხანა დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 25 ადამიანი, 22 დაშავებული კი საავადმყოფოებშია მოთავსებული.

გამოძიების ცნობით, ხანძარი საწარმოში დილით სამუშაო პროცესის დაწყებისას გაჩნდა. მიზეზი კი ამ დროისთვის უცნობია.

ერთ–ერთი ვერსიით, ცეცხლი ქიმიურ ნივთიერებებს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ავეჯის ქარხანას უსაფრთხოების სტანდარტების არქონის გამო მუშაობის ლიცენზია არ ჰქონდა.

დღის ამბები