ჯიჯეიშვილების ოჯახს გურიაში ახალი სახლი აქვს. სახლის მშენებლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა და ის 90 ათას ლარზე მეტი დაჯდა. ძველი საცხოვრებელი ჯიჯეიშვილებს სტიქიამ გასულ წელს გაუნადგურა.
ახალმოსახლეობა ოჯახს გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.