09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ფედერიკა მოგერინი ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფება

ფედერიკა მოგერინი ოფიციალური ვიზიტით თეირანში იმყოფება. ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს და ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას განიხილავს.

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ეს ისტორიული შეთანხმება საფუძვლიანად შეცვლის ურთიერთობებს თეირანსა და დასავლეთს შორის და ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული ყველაზე მწვავე კრიზისების მოგვარებას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ახლო აღმოსავლეთში არსებული ტერორიზმის საფრთხეა. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, სწორედ ტერორიზმის თემაა ის მთავარი საკითხი, რომლის წინააღმდეგ ირანმა და დასავლეთმა ერთიანი ძალებით უნდა იბრძოლონ.

 
დღის ამბები