20 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
ოკუპანტებმა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მამაკაცი დააკავეს - ახალუბნის მცხოვრები გიორგი ქუჯოშვილი, სავარაუდოდ, ცხინვალში გადაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის სიახლოვეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამაკაცი დააკავეს. ის სოფელ ახალუბნის მცხოვრებია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი ცხინვალში გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს.

დღის ამბები