უკრაინის პრემიერ-მინისტრი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში დენის შმიგალი მოუწოდებს დასავლეთს, შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა, რადგან კრემლი "ამ ფულს უკრაინელების მოსაკლავად იარაღის შესაძენად იყენებს."
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გენოციდია უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. რუსეთის ბიუჯეტისთვის ფულის გადახდა აფინანსებს ამ გენოციდს, მკვლელობებს, დანაშაულებს. ჩემთვის, ჩვენი ხალხისთვის ეს სისხლიანი ფულია. რუსეთის ბიუჯეტი არის ტერორიზმის ბიუჯეტი და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ეს სისხლის ფულია, რადგან ამ ფულს იყენებენ იარაღის შესაძენად, რომლითაც უკრაინელებს ხოცავენ," - განაცხადა შმიგალიმ.