რუსეთ-უკრაინის ომის 43-ე დღე - უკრაინის ხელისუფლება დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს, მათი ინფორმაციით, ადგილზე ბრძოლებია მოსალოდნელი.
ინფორმაცია ვრცელდება ზაპოროჟიეში, დნიპროსა და ხარკოვში აფეთქებების შესახებ. ვითარება შედარებით მშვიდია მიკოლაევში, თუმცა გრძელდება ბრძოლა. უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში სოფელი ოსოკოროვკა გაათავისუფლეს.
შეიარაღებულმა ძალებმა კი ოკუპანტების სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. ქალაქ ჰოსტომელში დღეიდან განაღმვის მიზნით "კომენდანტის საათი" ამოქმედდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ენერგო-დარში ოკუპანტებმა ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთი წარმომადგენლები დანიშნეს. ინფორმაცია ვრცელდება ქალაქ მელიტოპოლში რუსების მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაძარცვის შესახებ. მარიუპოლის მერი კი აცხადებს, რომ ქალაქის 40% ისეა განადგურებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის შეჭრის შედეგად, 150-ზე მეტი ძეგლი და კულტურული ობიექტი დაზიანდა ან განადგურდა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რომ დონეცკში რუსეთის დაბომბვებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4. მედიის ცნობით, უკრაინას ჯავშანტექნიკას გაუგზავნის დიდი ბრიტანეთი.