სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად მიღწევის სურვილს გამოთქვამენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მომზადება დაიწყება.
მათ ასევე განიხილეს საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის საკითხი და აპრილის ბოლომდე ერთობლივი სასაზღვრო კომისიის მოწვევის შესახებ შეთანხმდნენ.
შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა მხარეებს სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწიოს.