29 აგვისტო 2026,   09:19
ვრცლად
საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ლოზოვას მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, თავს დაესხნენ ლუგანსკის და დონეცკის დასახლებებსაც

თავდასხმა ხარკოვის სამოქალაქო ობიექტებზე - საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ლოზოვას მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავს დაესხნენ ლუგანსკის და დონეცკის რაიონების დასახლებებსაცსევეროდონეცკში დაზიანებულია საავადმყოფოს შენობა და საცხოვრებელი სახლები. ლისიჩანსკში დაბომბილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები.

ღამით დაიბომბა ხერსონის რეგიონიც. ვრცელდება ინფორმაცია განადგურებული სახლების, სკოლების, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. რეგიონს ჰუმანიტარული და საევაკუაციო დახმარება სჭირდება.

"ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევითი ოპერაციის მოსამზადებლად. მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული კონტროლია. მტერი ასევე აგრძელებს ხარკოვის ბლოკირებას და ოლქის დაბომბვას. გრძელდება ოკუპანტების ძალადობრივი ქმედებები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხალხს იძულებით ასახლებენ დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტუპუნი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უკრაინის ოფისის დირექტორი პასკალ ჰუნდტი კი ამბობს, რომ მათი გუნდი მარიუპოლამდე 5 დღის განმავლობაში ცდილობდა მიღწევას, თუმცა ქალაქამდე ვერ მიაღწიეს და ბერდიანსკში დაბრუნდნენ.

​"ჩვენი გუნდი ხუთი დღის განმავლობაში ცდილობდა მარიუპოლამდე მიღწევას უსაფრთხოების უკიდურესად რთულ პირობებში. გვიწევდა საგუშაგოების გავლა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ქალაქში და მის ირგვლივ შექმნილი უსაფრთხოების პირობების გამო. ამიტომ დავბრუნდით ბერდიანსკში და გზადაგზა დავიწყეთ მარიუპოლიდან გამოსული ხალხის აყვანა. თან გვყავდა ავტობუსები, მანქანები. სამოქალაქო მანქანებიც შეუერთდნენ კოლონას, ვფიქრობ წითელი ჯვარი რომ დაინახეს ამის გამო. ჩვენ ვმუშაობთ ცეცხლის შეწყვეტაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს მიეცეს ჯოჯოხეთიდან გამოსვლის საშუალება, რადგან იქ მართლაც აპოკალიფსური სიტუაციაა.ჩვენ გავაგრძელებთ და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა ხელახლა ვცადოთ. ოპერაცია უნდა გაგრძელდეს," - ამბობს პასკალ ჰუნდტი.

დღის ამბები