09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ფილადელფიაში ექიმებმა ხელის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს

ფილადელფიის საავადმყოფოში ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. მათ 8 წლის ბავშვს ორივე ხელი გადაუნერგეს. ოპერაცია ერთი თვის წინ გაკეთდა და მასში ექიმთა 40 კაციანი ჯგუფი იყო ჩართული.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვმა სარეაბილიტაციო პერიოდის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და 8 თვეში უკვე თითების ამოძრავებასაც შეძლებს. პაციენტის დედა აცხადებს, რომ ოპერაციის წინ საკმაოდ ნერვიულობდა, თუმცა შედეგით კმაყოფილია.  

დღის ამბები