05 მაისი 2024,   12:28
ვრცლად
რატომ ვერ გამოაცხადა უკრაინის ხელისუფლებამ წინასწარ, რომ რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრებოდა - არესტოვიჩის განმარტება

რატომ ვერ გამოაცხადა უკრაინის ხელისუფლებამ წინასწარ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრებოდა – ალექსეი არესტოვიჩმა საომარი მოქმედებების დაწყებასა და სამხედრო სტრატეგიაზე განმარტებები გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ამ საკითხზე უკრაინულ ტელეარხ "ისლანდიასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"არ შეგვეძლო იმის თქმა, რომ რუსეთი გვიტევს, როცა უკვე ვიცოდით ზუსტი დრო. ეს გამოიწვევდა ლტოლვილების მასობრივ გადაადგილებას. მათი ნაკადი ჩაკეტავდა ყველა გზას. შეუძლებელი გახდებოდა შეიარაღებული ძალების გადაადგილება, გზები იქნებოდა პარალიზებული. ეს იქნებოდა ხელსაყრელი სიტუაცია რუსეთისთვის, ასეთ ვითარებაში ჩვენ, სავარაუდოდ, ომს მალევე წავაგებდით და დავკარგავდით მარცხენა სანაპიროს სრულად. დაიწყებოდა მოძრაობა მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროსკენ და 50 ხიდი ჩაიკეტებოდა. ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა, ტანკებით საკუთარი მოსახლეობის გადათელვა, რათა გადაგველახა ხიდები. რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ასეთ დროს? ყველა სცენარში, რომელსაც განვიხილავდით, ბრძოლას ვაგდებდით, თუკი გამოვაცხადებდით, რომ რუსეთთან ომი იწყებოდა. ჩვენ ან დუმილი უნდა შეგვენარჩუნებინა, ან დაგვეტოვებინა პარალიზებული ქვეყანა. წინასწარი გათვლებით, ასეთ ვითარებაში, ერთდროულად, 12 მილიონამდე ლტოლვილი შეიძლება ყოფილიყო, დაიწყებოდა მასობრივი პანიკა, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა არ იყო საომარი მდგომარეობა, იქნებოდა პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის,"-განაცხადა არესტოვიჩმა.

დღის ამბები