09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თალიბების ლიდერი გარდაცვლილია

ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თალიბების ლიდერი მულა ომარი გარდაცვლილია. ინფორმაციას BBC ქვეყნის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც BBC წერს, ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ მულა ომარი ორი-სამი წლის გარდაიცვალა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ თალიბები.

დაჯგუფება ოფიციალური განცხადების გაკეთებას უახლოეს დღეებში აპირებს. მულა ომარის გარდაცვლაბეასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ჩნდებოდა. მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თალიბების ლიდერის გარდაცვალებაზე უკვე ოფიციალური პირებიც საუბრობენ.

მულა ომარი უკვე წლებია შეერთებული შტატების ძებნილი ტერორისტების სიაში ირიცხება. მის სანაცვლოდ ვაშინგტონს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც კი აქვს დაწესებული.

დღის ამბები