09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
ალექსანდრე ბორტნიკოვი მსოფლიოს სპეცსამსახურებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი მსოფლიოს სპეცსამსახურებს ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ალექსანდრე ბორტნიკოვმა ამის შესახებ იაროსლავში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც 64 ქვეყნის 90-მდე დელეგაცია მონაწილეობს. პარალელურად, რუსული გამოცემა "ნოვაია გაზეტა" წერს, რომ დონბასიდან ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს სირიაში აგზავნიან.

გამოცემის ინფორმაციით, მებრძოლებს პირადად რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები იბირებენ, რის შემდეგაც ისინი სირიასა და ერაყში ტერორისტების მხარეს საბრძოლველად მიდიან.

დღის ამბები