03 მაისი 2024,   23:13
ვრცლად
ოკუპანტის სახე და ომის დანაშაულის მტკიცებულება - რა რეაქცია ჰქონდათ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ცხედრების ქალაქის - ბუჩას ნახვაზე

უკრაინული ოჯახების ისტორიები, რომელსაც ერთი ხელწერა აქვს დღითიდღე მატულობს - რუსული აგრესიის სისასტიკის მორიგი მსხვერპლი "კურიეთან" ჰყვება, რომ მისი ოჯახი ქალაქ ბუჩადან წასვლას ცდილობდა, ოკუპანტებმა კი, ისინი ავტომობილში ჩაცხრილეს. - მსგავსი ისტორია აქვს ბუჩაში ყველას, ვინც ცოცხალი გადარჩა. ქალაქის ეკლესიასთან დღეს სწორედ ამ ადამიანებმა მოიყარეს თავი. მიზეზი მათი ამოცნობაა, ვისი ცხედრებიც ახლა იპოვეს.

ადგილზე "კურიერის" გადამღებ ჯგუფს მძიმე ვითარება დახვდა, ადამიანები ისე იყვნენ ნაწამები, რომ ბევრი მათგანის ამოცნობა უკვე შეუძლებელია.

ცხედრების ქალაქად ქცეულ ბუჩაში, დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკომისარ ჯოზეფ ბორელთან და სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად ჩავიდა, სადაც რუსული სისასტიკე თავისი თვალით ნახა.

ბუჩაში ევროკომისიის წევრები უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ჩაიყვანა. დენის შმიგალმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდი განახორციელა.

უკვე ერთი კვირაა რაც ქალაქი ბუჩა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნეს, დღემდე პოულობენ ოკუპანტების მიერ ნაწამები და შემდეგ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს. ქალაქ ბუჩაში ამ დრომდე 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის გვამი ნახეს.

დღის ამბები