07 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც დღეს ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება - კარლ ჰარცელი

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს ცხინვალის რეგიონში იმართება, აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

"განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით,"- ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

დღის ამბები