კიევის ოლქის გათავისუფლებული ქალაქების მოსახლეობა ადგილზე დაბრუნებას მაისის ბოლოს შეძლებს - პროგნოზი კიევის სახელმწიფო ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პავლიუკმა "რადას" არხის ეთერში გააკეთა.
"აპრილის ბოლომდე ვგეგმავთ საცხოვრებელი პუნქტების გამნაღმველი ღონისძიებების ჩატარებას, გარდა ტყის მასივებისა.
ვფიქრობ, რომ აპრილის ბოლოს შევძლებთ მოქალაქეებს დაბრუნებასთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები გავცეთ. ასევე ვგეგმავთ ენერგომიწოდების აღდგენას აპრილის ბოლომდე, ასევე მიმდინარეობს გაზისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენითი სამუშაოები.
ჯერჯერობით დავგეგმეთ აპრილის ბოლომდე და მაისის ბოლომდე. მთავარი სამუშაოები მაისის ბოლომდე უნდა დავასრულოთ," - განაცხადა პავლიუკმა.