03 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
პუტინის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ევროპაში ენერგოკრიზისი გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეფასებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, მათ შორის ენერგორესურსებზე უარის თქმამ "მილიონობით ევროპელს დაარტყა". ამის შესახებ პუტინმა რუსეთის არქტიკული ზონის განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"დასავლეთის რიგი ქვეყნების უარმა ნორმალურ თანამშრომლობაზე, მათ შორის რუსულ ენერგორესურსებზე, უკვე დაარტყა მილიონობით ევროპელს და გამოიწვია ნამდვილი ენერგეტიკული კრიზისი," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, მისი თქმით, ეს აისახება აშშ-ზეც.

ვლადიმირ პუტინის თქმით, სანქციებმა პრობლემების წინაშე დააყენა რუსეთიც, თუმცა ამან ქვეყნისთვის ახალი ალტერნატივა, ვარიანტები და შესაძლებლობების ახალი ფანჯარაც გახსნა. მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია გაზარდოს ენერგორესურსების მოხმარება და გადამუშავება შიდა ბაზარზე, რაც საშუალებას მისცემს ენერგორესურსები მსოფლიოს სხვა რეგიონებს მიაწოდოს.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განხორციელების პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დააწესეს თითქმის ყველა სფეროში. რუსეთის ფედერაცია დატოვა ასეულობით საერთაშორისო კომპანიამ. სანქციების ქვეშ მოექცა რუსული ბანკები. შეზღუდვები დაუწესდა ასეულობით ფიზიკურ პირს.

უკრაინაში უკვე 48 დღეა ომია, რუსეთის აგრესიას უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა,  მათ შორის 200-მდე ბავშვია. 

დღის ამბები