03 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
როგორ იყენებდნენ ცოცხალ ფარად უკრაინელებს რუსი ჯარისკაცები - სისასტიკის მძიმე კვალი, რომელიც 4 ქვეყნის ლიდერს უკრაინაში დახვდა

პოლონეთი, ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი - 4 ქვეყნის პრეზიდენტი კიევში უკრაინული მატარებლით ჩავიდა.

მეგობარი ქვეყნების ლიდერებს დღეს ბოროდიანკა მასპინძლობდა. დღესვე მათ საკუთარი თვალით იხილეს რუსული არმიის დატოვებული სისასტიკის კვალი ბუჩაში.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრეზიდენტებიდან, მედიასთან კომენტარის გაკეთება მხოლოდ ერთმა შეძლო.

"აქ ნანახის სიტყვებით აღწერაც კი შეუძლებელია" - ამბობს ლიეტუვის პირველი პირი "კურიერთან".

სანამ ლიდერები განადგურებულ ქალაქს ათვალიერებდნენ, უკრაინელებმა ბუშაჩი კიდევ ერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 67 დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო დამარხული.
მათ შორის არიან ბავშვები.

დღის ამბები