05 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
ომის დანაშაულად ეუთო მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე და თეატრზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს

ომის დანაშაულად ეუთო მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოზე და თეატრზე განხორციელებულ თავდასხმას  აფასებს.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც თებერვლის ბოლოს და მარტის მოვლენებს ეხება ნათქვამია, რომ "არსებობს მტკიცებულებები რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში დარღვევების შესახებ, მათ შორის სიცოცხლის უფლების დარღვევა, სექსუალური ძალადობა, სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასჯები, იძულებითი დეპორტაცია, ადამიანების ცოცხალ ფარებად გამოყენება და ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების გაუჩინარება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დარღვევები უკრაინამაც ჩაიდინა, განსაკუთრებით სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის კუთხით, თუმცა რუსეთის დანაშაულები გაცილებით დიდი იყო.

დღის ამბები